2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს

ჩამოტვირთვა

უკვე ერთი საათია თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ალასანია ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. შეხვედრას 50-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრება. ჟურნალისტებმა შეკითხვები რეგიონული უსაფრთხოების, შეიარაღებული ძალების განვითარების, რეფორმების, არსებული საფრთხეების და მასთან გამკლავების გზებზე დასვეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროში შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტებული სამი ჯგუფი, რომლებიც მიმდინარე რეფორმებს დააკვირდება და გააკონტროლებს. ირაკლი ალასანიას თქმით, შემუშავებულია კონკრეტული გეგმები საბრძოლო მზადყოფნის მუდმივ ამაღლებაზე და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ალასანიას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროში მომუშავე ადამიანების 89 პროცენტს ხელფასი 25 პროცენტით გაეზარდა და თითოეული სამხედროს ჯანდაცვის დაზღვევა ისეთივეა, როგორიც თავდაცვის მინისტრის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები