2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მარნეულში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ჩამოტვირთვა

მარნეულის შესასვლელში გაზგასამართი სადგური წუხელ, ღამის ოთხ საათზე სამმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა. ბოროტმოქმედებმა 4 ათას ლარზე მეტი თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში დააკავა. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები