საზოგადოება
შსს-მ „ჰეროინის" შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
2013-03-30 12:46:43
ჩამოტვირთვა
სამართალდამცველებმა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით „ჰეროინი"-ს შემოტანის ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ირაკლი კ. დააკავეს.
დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. მან საქართველოში ნარკოტიკის შემოტანა თურქეთიდან სცადა. ექსპერტიზამ დადგინდა, რომ ირაკლი კ. დაკავების მომენტში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება 260-ე,262-ე და 273-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები