საზოგადოება
ქეთა თოფურიას „სულიკო“ და რუსული მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები
2013-03-29 12:00:29
ჩამოტვირთვა
27 მარტს რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები МУЗ-ТВ 2013-ისთვის მოწყობილ გალა-საღამოზე შეიკრიბნენ, სადაც ქეთა თოფურიამ ჯგუფ "ა-სტუდიოსთან" ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა, გამოსვლის ბოლოს კი "სულიკო" იმღერა და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. საღამოზე ფოტოგრაფებს ქეთას თამამი სამოსი არ გამორჩენიათ. მომღერალმა შავი, ღრმადეკოლტიანი საღამოს კაბით ყველას გაოცება შეძლო. როგორც რუსულ მედიაში წერენ, ქეთას მამაკაცები თვალს ვერ სწყვეტდნენ.
კომენტარები