0 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სარფში შტორმის დროს ზღვაში დაკარგული მეთევზის ცხედარი იპოვეს

ჩამოტვირთვა

სარფში მეთევზის მიერ ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი, 23 მარტს თევზაობისას ზღვაში დაკარგული მეთევზე დავით გელაძე აღმოჩნდა . ცხედარი, რომელიც გუშინ საღამოს მეთევზის ბადეს თევზაობისას ამოჰყვა, სანაპირო დაცვის კატარღამ ბათუმის იახტკლუბში გადაასვენა, სადაც ახლობლებმა დავით გელაძე ამოიცნეს. გარდაცვლილის ცხედარს პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა. 55 წლის დავით გელაძე 23 მარტს სარფში თევზაობისას ძლიერმა ტალღამ ზღვაში გადააგდო. მისმა თანმხლებმა ორმა პირმა დაადასტურა, რომ თევზაობის დროს ისინი კლდეზე ისხდნენ, საიდანაც მეთევზე ღელვამ გაიტაცა. მას შემდეგ ერთხელ დაინახეს წყლის ზედაპირზე, შემდეგ კი აღარ უნახავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები