0 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აგრარულს ავტორიზაცია დაუბრუნეს

ჩამოტვირთვა

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიენიჭა. საბჭომ ჩათვალა, რომ ის ხარვეზები რაც უნივერსიტეტს 12 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე გააჩნდა, უმრავლესობა უკვე გამოსწორებულია. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ საკუთარი რისკის საფუძველზე ნდობას უცხადებენ აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით და პარალელურად იტოვებენ უფლებას, რომ ამ პროცესის მონიტორინგი განახორციელონ მომავალში. სხდომის პარალელურად განათლების სამინისტროსთან სტუდენტები იყვნენ შეკრებილები. მათ ავტორიზაციის აღდგენა ოვაციებით გამოხატეს. აგრუნისთვის ავტორიზაციის მინიჭება სტუდენტებს განათლების მინისტრმა მიულოცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები