საზოგადოება
ძლიერი შტორმი სოჭში
2013-03-27 11:52:29
ჩამოტვირთვა
ძლიერმა შტორმმა სოჭში ოლიმპიურ მშენებლობებს შეუქმნა საფრთხე. ქარმა და წვიმამ დააზიანა გზა, რომელიც ოლიმპიური სოფლის სანაპირო ზოლში გადიოდა. დანგრეულია ღობე, დაზიანებულია სამშენებლო დანადგარები.ადგილობრივები წერენ, რომ გზა და ნაპირსამაგრი ნაგებობა, რომელთა აგებაც 2- ნახევარი მილიარდი რუბლი დაჯდა, მთლიანად განადგურებულია. ქარის სიჩქარე სოჭში წამში 20 მეტრს აღწევდა. ადგილობრივი მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ქალაქისთვის ეს ძლიერი, თუმცა არა კატასტროფული სიძლიერის შტორმია.
კომენტარები