საზოგადოება
მთავარ მოწმეს არ დაუნახავს ესროლა თუ არა გუნავამ
2013-03-26 20:45:37
ჩამოტვირთვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას არსებითი სასამართლო პროცესი გაიმართა.ბრალდების მხარემ თენგიზ გუნავას მძღოლის დაჭრის საქმეზე 4 მოწმე გამოიძახა. დაიკითხა მთვარი მოწმე და დაზრალებული მძღოლი კახაბერ იზორია, როგორც იზორიამ სასამრთლო პროცესზე განაცხადა, მასსა და თემგიზ გუნავას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა რაც მან გუნავას ახლობელ ქალბატონს სმს გაუგზავნა. ამის შემდეგ იზორიას თქმით გუნავა მას, თეიმურაც ბელქანაისთან , ბაკურ გულუასა და ჯონი ბელქანიასთან ერთად ზუგდიდში სადგურში შეხვდა. იზორიას მტკიცებით გუნავასთან საუბარი სულ 1 წუთს გაგრძელდა, ამის შემდეგ იზორიას ვიღაცამ ფეხში ესროლა. აღმოჩნდა, რომ მთავარ მოწმეს არ დაუნახავს მას უშუალოდ გუნავამ ესროლა, თუ რომელიმე სხვა პირმა.
ადვოკატი აღნიშნავს რომ ბრალდების მხარეს გუნავას დანაშაულის დამამტკიცებელი მტკიცებულებები არ გააჩნია და სასამრთლოსგან გამამართლებელ განაჩენს მოითხოვს. ბრალდების მხარე კი აცხადებს რომ საქმესთან დაკავშირებით ყავს მოწმე რომელმაც უშუალოდ დაინახა რომ იზორიას სწორედ გუნავამ ესროლა.
საქალაქო სასამრთლოში თენგიზ გუნავას საამრთლო პროცესი 8 აპრილს დაინიშნა, შეგახსენებთ რომ გუნავას ბრალი სხეულის დაზიანებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსლების გადამეტებაზე აქვს წაყენებული.
კომენტარები