0 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სარფში დაკარგული მეთევზის ძებნა დღეს განახლდება

ჩამოტვირთვა

სარფის სანაპიროზე დაკარგული მეთევზის ძებნა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში განახლდება. გონიო-სარფის მონაკვეთზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ, თუმცა გაუარესებული ამინდის გამო მეთევზის პოვნა ვერ მოხერხდა. დღესვე სახანძრო-სამაშველო სამსახური ზღვის ღელვის შედეგად დანაგვიანებული სანაპიროების გაწმენდასაც განაახლებს. გუშინ აჭარის სანაპიროებზე შტორმმა, რომელიც 6 ბალამდე იყო, ბათუმის ბულვარის საფეხმავლო ბილიკი წალეკა, ასევე ქობულეთში 40 მეტრამდე ნაპირდამცავი ნაგებობა წაიღო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიამ რეგიონს 3 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები