0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გოგიტა აბაშიძის მშობლები დახმარებას ითხოვენ

ჩამოტვირთვა

შიმშილის გამო წონის ნაკლებობითა და განვითარებული პნევმონიით გარდაცვლილი 1 წლის გოგიტა აბაშიძის მშობლები თავშესაფარს, სოციალურ დახმარებასა და დასაქმებას მოითხოვენ. აბაშიძეებს საკუთარი ჭერი არ აქვთ და ამჟამად გარდაცვლილი ბავშვის მამა ძმის ოჯახს არის შეფარებული. აბაშიძეებს გაჭირვების გამო ერთი შვილი სამი წლის წინ გარდაეცვალათ. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, სახელმწიფომ მას და მის მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს შესაბამისი დახმარება დროულად უნდა გაუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დარჩენილი ორი ვაჟის გაზრდაშიც გაუთვალისწინებელი პრობლემა შეექმნას. ერთი წლის გოგიტა აბაშიძე ოჯახმა გუშინ დაკრძალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები