საზოგადოება
რამ გამოიწვია ერთი წლის ბავშვის სიკვდილი?
2013-03-23 15:35:31
ჩამოტვირთვა
ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ერთი წლის ბავშვი გარდაიცვალა. ექიმ რეანიმატოლოგის თეა ივანიაძისგანმარტებით, ბავშვი იმყოფებოდა ხელოვნურ სუნთქვაზე, ჩაუტარდა მკურნალობის კურსი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმის თქმით, გამოკვლევების შედეგად პაციენტს დაუდგინდა პნევმონია, ფიქსირდებოდა ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა შესაბამის სიაში ისინი ვერ მოხვდნენ. გოგიტა აბაშიძე ბავშვთა საავადმყოფოში 21 მარტს მოათავსეს.
კომენტარები