მსოფლიო
ფოთის პორტის მუშებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს
2013-03-23 14:21:47
ჩამოტვირთვა
დღეს დილით ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეებმა გაფიცვა გამართეს. გაფიცვა გამაფრთხილებელი იყო და იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ნავსადგურის ადმინისტრაცია გაფიცულების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს. როგორც ნავსადგურის პროფკავშირებში აცხადებენ, ამ დროისთვის ადმინისტრაცია მათი პრეტენზიების გათვალისწინების პირობას დებს. მუშა-მოსამსახურეების მოთხოვნებია - სათანადო სახელფასო ანაზღაურება, გაუმჯობესებული შრომითი პირობები და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
ნავსადგურის მენეჯმენტი მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას, დღის მეორე ნახევარში გააკეთებს.
კომენტარები