საზოგადოება
,,გადმოხტი და გაიყინე’’ – დაუვიწყარი სანახაობა და უნიკალური გართობა
2013-03-19 18:09:34
ჩამოტვირთვა
ამ უცნაურ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები შეჯიბრის „გადმოხტი და გაიყინეს“ მონაწილეები არიან . მეტი ორიგინალურობისთვის პროექტის მონაწილეებმა კინო_მულტფილმის გმირები გააცოცხლეს, ზოგიერთებმა კი ტრადიციული ქართული სამოსი მოირგეს.
„ გადმოხტი და გაიყინე“ რედ ბულის საერთაშორისო პროექტია რომელიც პირველად 2008 წელს ავსტრიაში განხორციელდა, პროექტს გუდაურმა წელს მეორედ უმასპინძლა, პროექტში მონაწილეობის მისაღებად 40 გუნდიდან 24 საუკეთესო გუნდი შეირჩა, მონაწილეებს ევალებოდათ წინასწარ წარმოედგინათ გუნდის კრეატიული კონცეფცია, მოეფიქრებინათ სახელი და მოემზადებინათ შესაბამისი სახალისო კოსტიუმები.
პროექტი, რედბულთან ერთად თბილისის მერიისა და გუდაურის განვითარების
ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
მიუხედავად სიცივისა პროექტის მონაწილეები 100 მეტრიანი ტრასიდან ენერგიულად ეშვებოდნენ და გამარჯვების სურვილით ტრამპლინიდან პირდაპირ ცივი წყლით სავსე აუზში ხტებოდნენ. მათ უსართხოებაზე აკვალანგისტები და მაშველთა ჯგუფი ზრუნავდა.
შეჯიბრის მონაწილე 24 გუნდიდან გამარჯვება მხოლოდ ოთხმა გუნდმა იზეიმა, რომელთაც პროექტის პარტნიორებმა სპეციალური პრიზები გადასცეს,
ინბოქსის რჩეული გუნდი „ ტრაგიკული ქორწილი“ გახდა, რომლებიც დევიდ გეტას კონცერტზე სტამბულში გაემგზავრებიან.ყველაზე კრეატიულების სტატუსი კი
„ იქსფაიდერებს“ ერგოთ.საუკეთესო ნახტომის შემსრულებლები კი „ კანიბალები“ გახდნენ. მაყურებლის სიმპატია კი გუნდმა „ქვაბულმა“ დაიმსახურა.
რედბულის წარმომადგენლები საქართველოში პროექტის განხორციელებას მომავალ წელსაც გეგმავენ, ,,გადმოხტი და გაიყინე’’ მომავალშიც ბევრ სიურპრიზს, დაუვიწყარ გართობასა და უნიკალურ სანახაობას გვპირდება.
კომენტარები