საზოგადოება
მალე თბილისს Deep Purple ეწვევა
2013-03-19 12:30:21
ჩამოტვირთვა
მალე თბილისს ლეგენდარული როკ-ბენდი Deep Purple-ი ეწვევა და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air 2013-ის ფარგლებში დინამოს სტადიონზე კონცერტს გამართავს.
ჯგუფი საქართველოში 1990 წელსაც იმყოფებოდა და სპორტის სასახლეში ხუთი კონცერტი გამართა, თუმცა ბენდის თბილისური ვოიაჟი ამით არ დასრულებულა.
ჯგუფის სოლისტ იან გილანს ერთი ტრადიცია აქვს - რომელ ქვეყანაშიც ჩადის, ყველგან ჯვარს იწერს. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. თეთრ ჩოხაში გამოწყობილმა იანმა და ქართულ ნაციონალურ კაბაში გამოწყობილმა მისმა მეუღლემ ბრონიმ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.
კომენტარები