0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წითელას ვირუსის კიდევ 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩამოტვირთვა

წითელას დაავადების კიდევ 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სულ საქართველოში წითელას 250 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან _ 211 თბილისში. დაავადებულთაგან 103 ჰოსპიტალიზებული იყო. წითელას დაავადებას ცხელება, მე_4-5 დღეს კი გამონაყარი ახასიათებს. გართულების შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა პაციენტის სიკვდილიც გამოიწვიოს. წითელას გადატანის ან ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანს დაავადებაზე მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები