0 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გურჯაანის ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ

ჩამოტვირთვა

გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ. დილიდან არ მუშაობს ხორცის სარეალიზაციო ოცდაათამდე პუნქტი. მათი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური საქონლის დაკვლას და პროდუქციის ვარგისიანობის შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას თელავის სასაკლაოდან ითხოვს. ხორცის რეალიზატორების თქმით, ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ხორცის ფასის გაზრდას გამოიწვევს და ის 10 ლარიდან 14 ლარამდე გაძვირდება. გურჯაანის ბაზრის ხორცის რეალიზატორები ხორცის გაყიდვას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. მათი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გურჯანში ადგილზე მოხდეს ხორცის შემოწმება და არა თელავში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები