0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვაკე-საბურთალოს გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

ჩამოტვირთვა

ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გადაკეტილია. ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილზე, თამარაშვილის ქუჩის მხრიდან კლდის მასივი ჩამოწვა. ამ დროისთვის სახანძრო მანქანებიდან წყლის ჭავლის მისხმით მეხანძრეები კლდის ჩამორეცხვას ცდილობენ. ამასთან, მიმდინარეობს ჩამოშლილი კლდოვან-ქვიშიანი მასალის ადგილიდან გატანა. აღნიშნულის გამო, გზატკეცილზე ორივე მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაკეტილია. მაშველების ვარაუდით, სავარაუდოდ, ავტომობილების მოძრაობა ერთი საათის შემდეგ აღდგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები