მსოფლიო
დააწინაურეს თუ დააქვეითეს მაია ხასია?
2013-03-13 14:27:20
ჩამოტვირთვა
"დღეს ვარ თანამდებობაზე, ხვალ ვიქნები თუ არა, ჰკითხეთ სოზარ სუბარს",-ამის შესახებ მაია ხასიამ სამსახურში ჩამოქვეითებამდე განაცხადა.
სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხასია დაკავებული პოსტიდან გაანთავისუფლა.
აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად, ხასიას ბაჩო ახალაიასთან „მეგობრობა“ სახელდება. ვრცელდება მეორე ვერსიაც , რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სავარძელი, გენერალური ინსპექციის უფროს მირზა სუბელიანთან დაპირისპირებას შეეწირა, რომელიც როგორც ცნობილია მინისტრის ახლო ნათესავია.
სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი კორძაიას თქმით ხასია სამინისტროდან არავის გაუშვია და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სასჯელაღსრულების სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორად დაინიშნა.
კომენტარები