0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მანანა ბერიკაშვილმა „მე-9 არხში“ მუშაობისთვის 15 ათასი ლარი მიიღო

ჩამოტვირთვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს, რომელიც მე-9 არხში სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა, ტელეკომპანიაში მუშაობისთვის 15 000 ლარი აქვს მიღებული. ბერიკაშვილს სესხის სახით "თიბისი" ბანკიდან 4 600 ლარი აქვს მიღებული, ჰონორარის სახით კი 8 250 ლარი. თუმცა, ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებს, კონკრეტულად რისთვის აქვს მას აღნიშნული ჰონორარი მიღებული. მანანა ბერიკაშვილის შარშანდელი შემოსავალი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ასე გამოიყურება: როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს მას ხელფასის სახით 8 884 ლარი აქვს მიღებული, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის პედაგოგს – 7 875 ლარი და როგორც მუსიკისა და დრამის თეატრის რეჟისორს - 13 095 ლარი. მანანა ბერიკაშვილი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის ყოფილი დეპუტატი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილედ, 2013 წლის 8 იანვარს დაინიშნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები