მსოფლიო
მანანა ბერიკაშვილმა „მე-9 არხში“ მუშაობისთვის 15 ათასი ლარი მიიღო
2013-03-13 13:20:12
ჩამოტვირთვა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს, რომელიც მე-9 არხში სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა, ტელეკომპანიაში მუშაობისთვის 15 000 ლარი აქვს მიღებული.
ბერიკაშვილს სესხის სახით "თიბისი" ბანკიდან 4 600 ლარი აქვს მიღებული, ჰონორარის სახით კი 8 250 ლარი. თუმცა, ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებს, კონკრეტულად რისთვის აქვს მას აღნიშნული ჰონორარი მიღებული.
მანანა ბერიკაშვილის შარშანდელი შემოსავალი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ასე გამოიყურება: როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს მას ხელფასის სახით 8 884 ლარი აქვს მიღებული, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის პედაგოგს – 7 875 ლარი და როგორც მუსიკისა და დრამის თეატრის რეჟისორს - 13 095 ლარი.
მანანა ბერიკაშვილი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის ყოფილი დეპუტატი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილედ, 2013 წლის 8 იანვარს დაინიშნა.
კომენტარები