0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მოსკოვის სასამართლო თარგამაძის ადვოკატის სარჩელს განიხილავს

ჩამოტვირთვა

მოსკოვის საქალაქო სასამართლო დღეს ქართველი დეპუტატის, გივი თარგამაძის ადვოკატის სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ადვოკატი თავის დაცვის ქვეშ მყოფისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გივი თარგამაძეს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატმა გალინა სტეპანენკომ, რომელიც თარგამაძის დამცველად სასამართლომ დანიშნა, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს. როგორც ცნობილია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბრალდებულად ცნო რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში, "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვთან და მის თანაშემწე ლეონიდ რაზვოზჟაევთან კოორდინაციით. გივი თარგამაძეზე ამ დროისთვის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ქართული მხარე გივი თარგამაძის რუსეთისთვის გადაცემას არ აპირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები