საზოგადოება
ნათელაშვილი პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იქნეს არჩეული
2013-03-12 17:27:11
ჩამოტვირთვა
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში პარტიის ლიდერმა განცხადება გააკეთა. შალვა ნათელაშვილის თქმით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იქნეს არჩეული და არა პარლამენტის მიერ.ნათელაშვილის განმარტებით, კანცელარიაში რამდენიმე პროექტი არსებობს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევა უქმდება. შრომის პარტიის ლიდერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ მდივანთან დღეს მიმართვა გაგზავნა, სადაც უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვას ითხოვს.
კომენტარები