0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვატიკანში 115 კარდინალი ახალი პაპის ასარჩევად დღეს შეიკრიბა.

ჩამოტვირთვა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 115 კარდინალი ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ახალი პაპის ასარჩევად დღეს დილით შეიკრიბა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, რომის 226-ე პაპის არჩევნების დაწყების წინ კარდინალებმა ტაძარში საზეიმო მესა შეასრულეს. მესის დასრულების შემდეგ მათ წმინდა პეტრეს ტაძრიდან სიქსტის კაპელაში გადაინაცვლეს, სადაც არჩევნები გაიმართება. არჩევნების დაწყების წინ კი 115-მა კარდინალმა უდიდესი საიდუმლოს შენახვის ფიცი დადო. მათ გარდა, ფიცი დაადებინეს სიქსტის კაპელას ტექნიკურ და მომსახურე პერსონალს, რომლებიც არჩევნების პერიოდში იქნებიან იქ. საიდუმლოს შენახვის ფიცის დამრღვევი უმკაცრესად დაისჯება და ეკლესიიდან მოიკვეთება. ოთხშაბათიდან, პაპის ასარჩევად ხმის მიცემის ორი პროცედურა გაიმართება დილით და შუადღით მანამ, სანამ ერთი კონკრეტული კანდიდატი ხმების ორ მესამედს არ მიიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები