საზოგადოება
აშშ-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიჭრა
2013-03-12 17:25:01
ჩამოტვირთვა
შეერთებული შტატების დედაქალაქში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ვაშინგტონის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, კონგრესის შენობის მახლობლად მოხდა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებზე კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება ქუჩაში შეკრებილ ადამიანებს მუქი ფერის ავტომანქანა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს.
სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ. აპ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია.
კომენტარები