საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მართვას მმართველი საბჭო ჩაიბარებს.
2013-03-12 14:42:58
ჩამოტვირთვა
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მართვას საგანგებოდ შექმნილი მმართველი საბჭო ჩაიბარებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოშიმშილე ექიმების საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა .
მინისტრის განმარტებით, სანამ სამართლებრივი გადაწყვეტილება არ იქნება ცნობილი, მის მართვას მმართველი საბჭო განახორციელებს და არა მხოლოდ დირექტორი, მას მიაჩნია, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ეს ოპტიმალური გამოსავალი იყო.
რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ამჟამინდელ დირექტორს, დავით სერგეენკოს შეფასებით, მან მთლიანობაში სიტუაცია ოპტიმალურად ვერ მართა და მის შესახებ გადაწყვეტილებაც მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც სამართლებრივი გზით მოშიმშილე ექიმების საკითხი გადაწყდება. მისივე ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობა ხვალვე დაკომპლექტდება, რომელიც სამსახურის მართვას ხვალიდან გადაიბარებს.
კომენტარები