მსოფლიო
ავარია სოფელ ოკამთან და ფოთის შესასვლელთან მსხვერპლით დასრულდა
2013-03-12 14:23:00
ჩამოტვირთვა
მსხევპლით დასრულდა ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 50-ე კილომეტრზე. კასპის რაიონის სოფელ ოკამთან, "სუბარუს" მარკის ავტომობილი, რომელიც გორიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მძღოლი და მისი მცირეწლოვანი შვილი ადგილზე გარდაიცვალნენ.
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთის შესასვლელთანაც. "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 4 ადამიანი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა და სავალი გზის ნაწილიდან გადავარდა.
მანქანაში მყოფი 23 წლის ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა მისი ერთი წლის შვილიც. ავტომანქანაში მყოფი ორი ახლაგაზრდა მამაკაცი, მათ შორის დაღუპულის მეუღლე ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
კომენტარები