0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დააბრუნებენ თუ არა სამსახურში მოშიმშილე ექიმებს?

ჩამოტვირთვა

დააკმაყოფილებს თუ არა მოშიმშილე ექიმების მოთხოვნებს ჯანდაცვის სამინისტრო? ხუთ მოშიმშილე ექიმს მხარდაჭერა დღეს სასწრაფოსა და სხვადასხვა კლინიკების მოქმედმა მედიკოსებმა გამოუცხადეს. ექიმებთან ერთად კი აქციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მოშიმშილე ექიმების საკითხთან დაკავშრებით დღეს ჯანდაცვის სამნისტროში იმსჯელეს. შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მისი მოადგილე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი კახა ჩიხლაძე, თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ესწრებოდნენ, ამ საკითხის დარეგულირების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი და ადმინისტრაცია არ შეიცვლება. გარდა ამისა, გადაწყდა რომ დღესვე საღამოს 9 საათზე კიდევ ერთი შეკრება გაიმართება, რომელსაც წარმოდგენილ მხარეებთან ერთად უკვე გაფიცული ექიმებიც დაესწერებიან. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც ყველა მხარე დაესწრება, გადაწყდება შეწყვეტენ თუ არა შიმშილობას მედიკოსები და შესრულდება თუ არა მათი მოთხოვნები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები