საზოგადოება
მოშიმშილე ექიმებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა იმართება
2013-03-11 12:43:34
ჩამოტვირთვა
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრთან მოშიმშილე ექიმებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა იმართება. შეხვედრას ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი
დავით სერგეენკო, მისი მოადგილე კახა საკანდელიძე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი კახა ჩიხლაძე, თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახა საკანდელიძემ განაცხადა, დღეს გახდება ცნობილი, დაკმაყოფილდება თუ არა იმ მოშიმშილე ექიმების მოთხოვნა.
მამუკა ქაცარავას განცხადებით კი, თბილისის მერია არ აპირებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის შეცვლას.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ როგორც სხვა სფეროებში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურშიც არსებობს პრობლემები და სამინისტრომ დაიწყო მათი მოგვარება.
კომენტარები