საზოგადოება
სამებაში დღეიდან ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება
2013-03-11 12:02:36
ჩამოტვირთვა
ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დღეიდან ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ქართველმა ერმა ლოცვა უნდა გააძლიეროს. ყოველ ორშაბათს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის.
სამშაბათს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი ბავშვებისთვის. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა ამ დღეს ბავშვები ტაძრებში მიიყვანონ და სასულიერო პირებს დაალოცინონ.
ყოველ ოთხშაბათს კი იქნება ჯვრის პარაკლისი და ამ დღეს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის ილოცებენ. ყოველ ხუთშაბათს ჩატარდება ღვთისმშობლის პარაკლისი ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის მშვიდობისთვის, ხოლო ყოველ პარასკევს ყოველთა წმიდათა პარაკლისი ერის, ეკლესიისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
ყოველ შაბათს იქნება დიდი პანაშვიდი მიცვალებულთათვის. ყოველდღიური პარაკლისები საღამოს 19.00 საათზე დაიწყება.
კომენტარები