0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ დიდი ოდენობით უაქციზო საქონელი ამოიღო

ჩამოტვირთვა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ანგელინა გ, 1956 წელს დაბადებული ალექსანდრე ი. და 1964 წელს დაბადებული გიორგი ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ანგელინა გ-ს დის კუთვნილი საცავიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, 70 ათას ბოთლზე მეტი, სხვადასხვა დასახელების უაქციზო სპირტიანი სასმელი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-შენახვა-რეალიზაცია-გადაზიდვა) მე–2 და მე–3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები