0 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

უნდა ჩამოერთვას თუ არა „ერისიონს“ სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი?

ჩამოტვირთვა

საზოგადოებრივი მოძრაობა "დროას" აქტივისტებმა კულტურის სამინისტროსთან სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" კრემლში დაგეგმილი კონცერტი გააპროტესტეს . "დროას" წარმომადგენელ თეონა ჭალიძისთვის საინტერესოა ის ფაქტი რომ თუ საქართველოს კულტურის სამინისტრომ დაგეგმა კრემლში "ერისიონის" კონცერტი, , რატომ არ იყო ეს საზოგადოებისთვის უფრო ადრე ცნობილი. მისივე თქმით, თუ სამინისტრომ არ იცოდა აღნიშნული კონცერტის შესახებ, პასუხისმგებლობა მაინც ამ უწყებას უნდა დაეკისროს. ჭალიძემ ისიც აღნიშნა, რომ თუ "ერისიონმა" დამოუკიდებლად გადაწყვიტა კრემლში კონცერტის გამართვა, ამის გამო მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი უნდა ჩამოერთვას. "დროას" კიდევ ერთი აქტივისტის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი რუსეთში კონცერტების ჩატარებას არ აპროტესტებენ, თუმცა მათთვის მიუღებელია უშუალოდ კრემლში კონცერტის გამართვა, რადგან სწორედ იქ დაიგეგმა საქართველოს ოკუპაცია. აქციის მონაწილეების განცხადებით მათ რამდენიმე კითხვა აქვთ ანსამბ „ერისიონის“ მიმართ და კითხვებს ოფიციალურად კულტურის სამინისტროს ორშაბათს წარუდგენენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები