0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში ვიზიტს განაგრძობს

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საბერძნეთში გრძელდება. მიხეილ სააკაშვილმა სხდომის „აღმოსავლეთთან ურთიერთობების გაღრმავების“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პირველმა პირმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ევროპის სახალხო პარტიასთან ურთიერთობების გაღრმავებისა და შემდგომი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობაზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია და ქვეყანა კვლავაც განაგრძობს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები