მსოფლიო
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
2013-03-08 12:25:02
ჩამოტვირთვა
დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 20–ე საუკუნეში დაიბადა. როდესაც 1857 წლის 8 მარტს ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალები გაიფიცნენ. მათი პროტესტის მიზეზი დაბალი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციელებმა დაარბიეს.
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა. 1908 წლეს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში. 1910 წელს კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სადაც გავლენიანი გერმანელი სოციალისტის კლარა ცეტკინის ინიციატივით ქალთა საერთაშორისო დღე დაფუძნდა.
კომენტარები