0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კაზინო "აჭარა" პოლიტპატიმრის საჩივრის საფუძველზე დააყადაღეს

ჩამოტვირთვა

კაზინო "აჭარის" მოძრავი ქონება დაყადაღებულია. აღნიშნული ინფორმაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუდასტურეს. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მეოთხე ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაალ ფირცხალაიშვილის განმარტებით, დაყადაღება სარჩელის უფრუნველყოფის განჩინების საფუძველზე მოხდა, სადაც მოსარჩელე მხარე ფიზიკური პირია. მოსარჩელის ვინაობას უწყებაში, კანონის შესაბამისად, არ ასახელებენ,როგორც ფირცხალაიშვილმა განმარტა, სარჩელი, როგორც განჩინებიდან ჩანს, ფულადი თანხის დაკისრებას ეხება. ფირცხალაიშვილის თქმით მოსარჩელე მხარემ მოითხოვა, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე კაზინო "აჭარის" მოძრავი ქონება დაყადაღდეს. აღსრულების ბიუროს მიერ ამ ეტაპზე დაყადაღებულია კაზინო "აჭარის" 500-ზე მეტი სახის მოძრავი ქონება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები