0 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვაშაკიძე- „ასეთი ნაბიჯი უაღრესად მახინჯი და სულმდაბალი ქმედებაა“

ჩამოტვირთვა

"მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვა აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია"-ამ სიტყვებით Facebook-ის საკუთარ გვერდზე ანსამბლ "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე გამოეხმაურა.ანსამბლი "ერისიონი" მოსკოვში მიემგზავრება გასტროლებზე ვაშაკიძეს აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო ფურცელი ქართული კულტურის ისტორიაში. „დამცირებული და ოკუპირებული ქვეყნის მხრიდან ასეთი ნაბიჯი უაღრესად მახინჯი და სულმდაბალი ქმედებაა. ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ საქართველოში პრაქტიკულად დაკარგულია ეროვნული ღირსების ელემენტარული გაგება. ერთი წუთით წარმოიდგინეთ როგორ გამოვიყურებით ასეთი ღონისძიებების დროს თუნდაც იგივე რუსების თვალში. ვინ რა პატივი უნდა გვცეს საერთოდ? გახსოვდეთ, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა მთელი სიმკაცრით დაისმება ორი კითხვა: ვინ ჩაიდინა ეს სამარცხინო საქციელი და ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამ სამარცხვინო საქციელის ჩადენაზე", - წერს ვაშაკიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები