საზოგადოება
ბიუჯეტში 600 მილიონიანი გარღვევაა
2013-03-04 13:36:15
ჩამოტვირთვა
2013 წლის პირველ 2 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 600 მილიონ ლარამდე ოდენობის გარღვევაა – ამ ინფორმაციას პოლიტიკური პორტალი politico, ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილის მთავრობა სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაშია თუმცა საბიუჯეტო დანაკლისი იმდენად დიდია რომ ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. ეკონომიკის ექსპერტი არჩილ მამათელაშვილი აცხადებს რომ მსგავსი ინფორმაციის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის თუმცა ეკონომიკური სტაგნაციის ნიშნები ქვეყანაში აშკარაა. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზებს, იმ შემთხვევაში თუ საბიუჯეტო გარღვევა ტენდენციის სახეს მიიღებს, წლის ბოლოსთვის ქვეყანა ჯერ საბიუჯეტო კრიზისის ხოლო შემდგომ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.
კომენტარები