საზოგადოება
H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
2013-03-04 11:37:56
ჩამოტვირთვა
ქუთაისში H1N1 ვირუსით 27 წლის ორსული გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, პაციენტმა მათ დახმარებისთვის ვირუსის გამოვლენიდან მხოლოდ 1 კვირის შემდეგ მიმართა, დაგვიანებული მკურნალობით კი ორსულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული სულ 258 შემთხვევაა,
მათგან 18 სიკვდილით დასრულდა.
გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი - 30-დან 64 წლამდე ასაკის პირები არიან. ამასთან, გარდაცვლილთა შორის ორი ოთხწლამდე ასაკის ბავშვი იყო, ერთი კი 5-დან 14 წლამდე.
ცენტრში განმარტავენ, რომ გრიპის ვირუსით ინფიცირების პიკმა უკვე გადაიარა, თუმცა შემთხვევების გამოვლენა რამდენიმე კვირა კიდევ გაგრძელდება.
კომენტარები