საზოგადოება
სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გამოფენა გაიხსნა
2013-03-02 16:35:27
ჩამოტვირთვა
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გამოფენა სახელწოდებით - "პორტრეტები აკადემიის ფონდიდან" გაიხსნა.
ექსპოზიციაზე მე-20 საუკუნიდან დღემდე ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული უნიკალური ნამუშევრებია წარმოდგენილი.
გამოფენილია გიგო გაბაშვილის, ლონგოს, მოსე თოიძის, აპოლონ ქუთათელაძის, ლევ ბაიახჩევის, რადიშ თორდიას, გივი თოიძის, ოლეგ ტიმჩენკოს, დიმიტრი ერისთავის და სხვა ძველი და ახალი თაობის მხატვრების პორტრეტული ნამუშევრები.
სამხატვრო აკადემიის ფონდში დაცული კოლექციიდან შერჩეული პორტრეტები ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება და შევა კატალოგში, რომელსაც აკადემია გამოსცემს. ექსპოზიცია 2 კვირა გაგრძელდება.
კომენტარები