0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კანდელაკი - “ევროპარლამენტში ქართულმა ოცნებამ სამარცხვინო სიხისტე გამოავლინა”

ჩამოტვირთვა

ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ რეკომენდაციების ტექსტთან დაკავშირებით, "ქართულმა ოცნებამ" თავისმომჭრელად სამარცხვინო სიხისტე გამოავლინა - ამის შესახებ ბრიუსელში საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. კანდელაკის თქმით სამწუხაროა ის, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკა. "მათ გამოავლინეს თავისმომჭრელად სამარცხვინო სიხისტე და ყველას გასაკვირად ჩააგდეს დოკუმენტი. მით უფრო სამწუხაროა დოკუმენტის ჩაგდება, რომ ჩვენი წინადადებები იყო არა შიდა პოლიტიკის, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, საქართველოს სუვერენიტეტეთან დაკავშირებით. ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ძალების შეყვანა და შესაბამისის სამშვიდობო ფორმატის შემუშავება", - განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები