0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რატომ იმყოფებოდა თეა თუთბერიძე პროკურატურაში

ჩამოტვირთვა

თეა თუთბერიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც თუთბერიძემ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებული ორი პირის, დარასელიას და კინწურაშვილის თაობაზე დაკითხეს. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კინწურაშვილმა და დარასელიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს იმ საქმეზე, სადაც ზვიად აბესაძე ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს. თუთბერიძის განცხადებით, აღნიშნული პირების დაკითხვა გასული წლის 7 ნოემბერს მოწმის სტატუსით მოხდა, თუმცა პროკურატურას მაშინ მათთვის ბრალი არ წაუყენებია. მისი თქმით, პროკურატურამ ბრალი კინწურაშვილს და დარასელიას მას შემდეგ წაუყენა, რაც 12 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პირების მიმართ ბრალი წაყენებული უნდა იყოს, რადგან მათ აღიარეს ,რომ აბესაძეს თავად აღუკვეთეს თავისუფლება. თუთბერიძე ამბობს,რომ კინწურაშვილმა და დარასელიამ მასთან საუბარში აღნიშნეს, რომ გამოძიებას ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები