0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეა თუთბერიძე დაკითხვაზე გამოცხადდა

ჩამოტვირთვა

თეა თუთბერიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც თუთბერიძემ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, მას, სავარაუდოდ, ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებული ორი პირის, დარასელიას და კინწურაშვილის თაობაზე დაკითხავენ. კერძოდ, როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კინწურაშვილმა და დარასელიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს იმ საქმეზე, სადაც ზვიად აბესაძე ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს. თუთბერიძის განცხადებით, აღნიშნული პირების დაკითხვა გასული წლის 7 ნოემბერს მოწმის სტატუსით მოხდა, თუმცა პროკურატურას მაშინ მათთვის ბრალი არ წაუყენებია. მისი თქმით, პროკურატურამ ბრალი კინწურაშვილს და დარასელიას მას შემდეგ წაუყენა, რაც 12 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პირების მიმართ ბრალი უნდა იყოს წაყენებული, რადგან მათ აღიარეს - აბესაძეს თავად აღუკვეთეს თავისუფლება. ამასთან, თუთბერიძე ამბობს, კინწურაშვილმა და დარასელიამ მასთან საუბარში აღნიშნეს, რომ გამოძიებას ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები