საზოგადოება
გიორგი თევდორაძე: „პოლიცია პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს“
2013-02-25 17:23:16
ჩამოტვირთვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილმა და პარლამენტის წევრმა გიორგი თევდორაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, თვითმმართველ ორგანოებში პოლიტიკური ზეწოლა ხდება. მათი განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის უნდობლობის გამოცხადებისა და თანმდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავენ. მათივე თქმით, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის ხმის მოსაპოვებლად დეპუტატებზე ზეწოლა მიმდინარეობს. პარლამენტის წევრი გიორგი თევდორაძე ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ზეწოლის პროცესში პოლიციის თანამშრომლებიც არიან ჩართულნი.
კომენტარები