საზოგადოება
ზურაბ ბაქრაძე ფირცხალავას ფირის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
2013-02-25 17:01:40
ჩამოტვირთვა
თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ ბაქრაძის მტკიცებით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გასულ კვირას გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია . როგორც ბაქრაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადბეს, ის მომხდარიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგაა გადაღებული. ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ ზუსტად იცის იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ახალგაზრდებს მანქანაში იარაღი ჩაუდო. თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე სოსო რობაქიძემ მისი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. რობაქიძემ ასევე კომენტარი გააკეთა თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ ბაქრაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალა მონტაჟია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბაქრაძის განცხადება, რადგან მაშინ ის შემთხვევის ადგილზე იყო და დეტალურად იცის, რა მოხდა. რობაქიძის საქმის ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე შემთხვევის ადგილზე იმ მომენტში აღმოვჩნდი, როცა ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე იარაღსა და საბრძოლო მასალას ულაგებდნენ დაკავებულებს, ეს განცხადება დღეს პირველ რადიოიში ჟურნასლისტებთან გააკეთა. ფირი, რომელიც გავრცელდა, არ არის შემთხვევის ამსახველი, ვფიქრობ, გადაღებულია შემთხვევიდან მოკლე პერიოდში. მიქაძის ადვოკატის მტკიცებით, ის იქ შემთხვევიდან დაახლოებით 20 წუთში მივიდა, ფირში კი მიქაძე ჩანს განაცხადა ნიქაბაძემ . დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ექსპერტიზისთვის რამდენიმე ქვეყანაში გაგზავნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.ამასთან, ფირცხალავა ზურაბ ბაქრაძის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასთან მიმართებაში ბაქრაძე მართალია, როცა ამბობს, რომ საქმის გაყალბებისას ის შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. არ არის გამორიცხული, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, დღეს იმ მოწმეების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოხდეს, რომლებმაც ჩვენება განზრახ შეცვალეს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.არჩილ კბილაშვილის თქმით, მიმდინარეობს როგორც მოწმეების ჩვენებების, ასევე ბოლო კადრების დეტალური შესწავლა და მას ექსპერტთა ოთხი ჯგუფი, სამი უცხოეთში და ერთი საქართველოში სწავლობს. ვიდეომასალა, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ პროკურატუარს გადასცა უწყვეტ რეჟიმშია გადაღებული. აღნიშნულ ფირს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
კომენტარები