0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შევარდნაძე: "ივანიშვილის უმოქმედობა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს"

ჩამოტვირთვა

ედუარდ შევარდნაძე ახალი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ეს განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან" საუბრისას გააკეთა. შევარდნაძის აზრით, ივანიშვილისა და მისი გუნდის წევრების უმოქმედობა ქვეყანას სავალალო შედეგამდე მიიყვანს, რაც ექსპრეზიდენტის აზრით, მოქმედ პრემიერს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. შევარდნაძე იმასაც აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით ივანიშვილმა მისი მოლოდინი არ გაამართლა. „მინდა შენიშვნა გავაკეთო ივანიშვილის მისამართით. პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, ხალხიც ჯერჯერობით მხარს უჭერს. მოვიდა კონკრეტული მოქმედებების დრო. მარტო ლაპარაკი საქმეს არ აკეთებს. თუ ბიძინა არ იმოქმედებს, მისი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების ბედს გაიზიარებს", - აცხადებს შევარდნაძე გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან" საუბრისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები