0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს

ჩამოტვირთვა

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა გაახმაურეს, სპეციალისტებსა და მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება გაჩნდა. სურსათის უვნებლობის აჭარის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ერთ-ერთი რეიდის შედეგად, მათ ბაზრიდან 18 კილოგრამი ცხენის ხორცი ამოიღეს, რომელიც იყიდებოდა, როგორც ძროხის ხორცი. ხორცით მოვაჭრეები კი ირწმუნებიან, რომ ცხენის ხორცის აღმოჩენა პროვოკაცია იყო. ისინი მიიჩნევენ, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური ბაზრის დისკრიმინაციას განგებ ცდილობს, რათა ამოქმედდეს სპეციალური სასაკლაოები, რაც მათ მუშაობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები