1 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა პატიმარზე-ვანო მერაბიშვილი

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების სამინისტროს რესტრუქტურიზაციის დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილს მისცა. სააკაშვილის განცხადებით უწყების რეფორმირება რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოხდეს. როგორც პრეზიდენტმა საგანგებო სხდომაზე აღნიშნა, სასჯელასრულების სამინისტრო ისეთივე წარმატებული უნდა იყოს, როგორც პოლიციის რეფორმა. „ვანო ყველა საქმე დროებით გვერდზე გადადე და იმოქმედე, მიხედე სასჯელაღსრულებას, რადგან რაც ვნახეთ ეს იყო საზიზღრობა, ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გამოვაცხადეთ დამნაშავეთა მიმართ, ახლა კი ნულოვან ტოლერანტობას ადამიანის უფლების შემლახველთა წინააღმდეგ ვაცხადებთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის ბრძანებით, # 8 საპყრობილეში დღის ბოლომდე პოლიციის ქვედანაყოფები უნდა შევიდნენ. თავის მხრივ ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეიდან თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს. „მინდა მივმართო პატიმრების მშობლებს, რომ ამ ადამიანებზე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას. დაცული უნდა იყოს მათი სამოქალაქო უფლებები. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მისი ოჯახის წევრი დაცული იქნება“,- განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ როგორც პოლიციაში აღკვეთა წამებისა და ჩვენების გამოძალვის ფაქტები, იგივეს გააკეთებს პენიტენციალურ სისტემაში. „პირადად ვიზრუნებ, რომ უახლოეს თვეებში სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი ნდობის მაჩვენებელი ჰქონდეს",- დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები