1 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ივერი გოგბერაშვილის საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა

ჩამოტვირთვა

23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ორგანიზებასა და მკვლელობაში ბრალდებულ ივერი გოგბერაშვილის ექტრადიცია განხორციელდა. გოგბერაშვილი პოლიციამ, რამდენიმე თვის წინ, კიევში დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, პირობითი მსჯავრის მქონე, 1960 წელს დაბადებულმა ივერი გოგბერაშვილმა, 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე შეიარაღებულ პირთან ერთად 23 წლის ზურა ტარყაშვილი, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა ივერი გოგბერაშვილის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ზურა ტარყაშვილს 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მათ შორის საკონტროლო გასროლა სწორედ გოგბერაშვილმა განახორციელა. რის შემდეგაც დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა 19 წლის დავით რუსიშვილი, რომელსაც აღნიშნული დანაშაულისთვის 21 წელი აქვს მისჯილი. რუსიშვილს ვერდიქტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამოუტანა. 30 წლიანი პატიმრობა მიესაჯა მკვლელობაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს - ირაკლი აგლაძეს, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. მიმალვაშია დავით ჯოხაძეც, რომელსაც თავდაპირველად გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავებოდა, მოგვიანებით კი მისი დანაშაული დამძიმდა და მკვლელობად დაკვალიფიცირდა. გამოძიება ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირთა დადგენაზეც მუშაობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები