1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა

ჩამოტვირთვა

მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეწყალებულთა შორის არის რამდენიმე ქალი მსჯავრდებულიც და არ არის არც ერთი არასრულწლოვანი. მინისტრის განცხადებით, შეწყალება შეეხო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესი დღის განმავლობაში დასრულდება. სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 168-ვე მსჯავრდებული დატოვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები