1 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

ჩამოტვირთვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრიფინგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა. წელს სტუდენტი 24 ათას 501 აბიტურიენტი გახდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 5%-ზე მეტით აღემატება. ჩარიცხული სტუდენტების სია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უკვე განთავსდა. აბიტურიენტებს, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ სხვა გამოცდებში ჩაიჭრნენ, საშუალება აქვთ პროფესიული პროგრამის მეოთხე და მეხუთე საფეხურზე ჩაირიცხონ. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს ბოლოჯერ ჩატარდა. მომავალი წლიდან უკვე ამოქმედდება 8+1 მოდელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები