0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხვალ რომიდან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ

​საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 მარტს, რომიდან, თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი განხორციელდება. 

„გაცნობებთ, რომ სპეციალური რეისი, რომიდან თბილისის მიმართულებით, განხორციელდება, 10 მარტს 13:00 საათზე რომის ფიუმიჩინოს აეროპორტიდან. 

გთხოვთ, ყველა მგზავრს, რომელიც აღნიშნული რეისით უნდა გამოემგზავროთ თბილისში, 10 მარტს, დილის 10 საათზე იყოთ რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში. თან იქონიეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 

პატივისცემით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში“, - ნათქვამია განცხადებაში.  


კომენტარები

მსგავსი სიახლეები